LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს აჭარის მთავრობა

120
აჭარა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს.

აჭარის ა/რ მთავრობის ცნობით, პირველ ეტაპზე გაიწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ხოლო შემდეგ შიდა სასოფლო გზები:

„მთელი ღამის განმავლობაში თოვდა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 30-40 სანტიმეტრია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა დილიდან განაახლა.

პირველ ეტაპზე გაიწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ხოლო შემდეგ შიდა სასოფლო გზები.

მაღალი ზონის სოფლებში დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g