LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოს, შუახევის და ქედის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

68

ხულოს 43, შუახევის 28 და ქედის ერთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ხულოს მერი გოჩა მელაძე აცხადებს, სასწავლო პროცესის შეწყვეტა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

მერის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გოჩა მელაძის თქმით, თოვლის საფარი მაღლობში მეტრნახევარს, ხოლო დაბაში ერთ მეტრს აღწევს.

შიდა სასოფლო გზების გაწმენდას აჭარის საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა ახორციელებს. ცენტრალურ გზაზე კი გადაადგილება თავისუფლად შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები