LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

119

ხულოში ხანძარს 20 წლის გოგონა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ემსხვერპლა. ღორჯომის თემში, სოფელ ჭახაურში ერთდროულად ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. შემთხვევის დროს სახლში ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და არასრულწლოვანი იმყოფებოდნენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაღუპულია 20 წლის გოგონა, რომელიც, სავარაუდოდ, ცეცხლმოკიდებულ სახლში 75 წლის შშმ პირის გადასარჩენად შევიდა. ასევე, გარდაცვლილია შშმ პირიც.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი სხვა საცხოვრებელს სახლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ადგილზე აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დღეს მოსახლეობას ხვდებოდნენ.

სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g