რამდენიმედღიანმა წვიმებმა ხულოს მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გაააქტიურა.მეწყერი ხულოში რამდენიმე მიმართულებით განვითარდა. მეწყრის კერები პაქსაძეებში, წაბლანასა და წაბლიანში, აგრეთვე ბათუმი-ახალციხის გზის 92-ე კილომეტრზე განვითარდა.
ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ კერების შესწავლას აჭარის გარემოს დაცვისა სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები ხვალიდან დაიწყებენ.