ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო საწარმო ამოქმედდა. კომპანიამ „ბეკი“ სამკერვალოს მოსაწყობად 34,600 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 27,680 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა.
პროგრამის მიზანი სოფლად არასასოფლო-სამწურნეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერაა და მის ფარგლებში, უკვე 30-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. სახელმწიფო თანადაფინანსება – 3.7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ჯამური ინვესტიცია – 5.5 მლნ ლარი.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.