“ხულოში, შავნაბადას მთაზე, ცეცხლის ღია კერები არ ფიქსირდება,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
უწყების ცნობით, მცირე ტერიტორიაზე ტორფის შიდა წვა მიმდინარეობს, სადაც მაშველი-მეხანძრეები პრევენციულ ღონისძიებებს აწარმოებენ.
მათივე ინფორმაციით, ტორფის წვის გამო, მცირე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.