ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა ხულოში – ტრაქტორი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე დაღუპული დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.