LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვენ საქართველოს, როდესაც 2008 წელს განცხადების იქით არც ერთი მხარდაჭერის აქტი არ განხორციელებულა ჩვენს მიმართ – ევროპაც დგას გამოცდის წინაშე

125
DIMITRI XUNDADZE

საქართველოს როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა დაცვა და მას ნატო-ზე უთხრეს უარი, მივიღეთ 2008 წლის ომი – სხვათა შორის, ამ შეცდომის გაგრძელება იყო 2014 წლის ყირიმის ომი და ამ ორივე შეცდომის შედეგია ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროპამ უკვე არაერთხელ დაუშვა შეცდომა საქართველოსთან მიმართებით.

ილია დარჩიაშვილი: საქართველოს აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა

„არის წინააღმდეგობა – თუ ევროკომისია დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გაიზიარებს, თებერვალში ჩვენს მიერ მიღებული კანონი გაუქმდება“ – ირაკლი კობახიძე

„პოლიტიკური კეკლუცის დრო აღარ არის, საქართველო დგას გამოცდის წინაშე, მაგრამ ასევე გამოცდის წინაშე დგას ევროპაც. საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს, არა ერთი, არამედ ორი შეცდომა, მაგრამ ასეთი ტიპის შეცდომა ერთიც ძალიან ბევრია, არათუ ორი. საქართველოს როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა დაცვა და მას ნატო-ზე უთხრეს უარი, მივიღეთ 2008 წლის ომი. სხვათა შორის, ამ შეცდომის გაგრძელება იყო 2014 წლის ყირიმის ომი და ამ ორივე შეცდომის შედეგია ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში. როცა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ევროკავშირში შესვლა, სწორედ მაშინ გვითხრეს უარი და ამითაც გაღრმავდა ქვეყანაში პოლარიზაცია.

რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ევროპაც დგას გამოცდის წინაშე: ვფიქრობ, ფასადურია ის, თუ რომელი ქვეყანა რამდენ დავალებასა და რეკომენდაციას შეასრულებს, მთავარი აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ შევხედავთ პროცესებს, რამდენად გაუძლებს ევროპა ამერიკისგან და ევროპის იმ ქვეყნებისაგან ზეწოლას საქართველოს გაწევრიანება-არგაწევრიანების თვალსაზრისით ზოგად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. იმედი მაქვს, მეორედ აღარ დაუშვებს დასავლეთი ამ შეცდომას და საქართველოს თავის ღირსეულ, დამსახურებულ, კუთვნილ როლს მიანიჭებენ, რადგან მან ყველაფერი გააკეთა – თუ ომი იყო აუცილებელი, საქართველოს არც ეს აუცილებია თავიდან, როცა სხვა გზა არ რჩებოდა, მაგრამ ის მაშინ პრაქტიკულად მარტო იყო. ახლა სანქციების დაწესებას სთხოვენ საქართველოს და მაშინ განცხადების იქით არც ერთი მხარდაჭერის აქტი არ განხორციელებულა საქართველოს მიმართ. პრაქტიკულად, ამხელა ბუმბერაზ ქვეყანასთან ერთი-ერთზე დარჩა საქართველო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ფონ დენ ლაიენი ამბობდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი კარგი იყო – როგორ შეიძლება საქართველოსთან მიმართებით განსხვავებული მოსაზრება იყოს“ – სარჯველაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g