LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: სააკაშვილთან 7 თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა რატომ მიიჩნევა წამებად

58
dimitri-khundadze_w_h

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს, 2012 წელთან შედარებით, ციხეში მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი.

„2012 წელს მიშამ ხელკეტებისა და ტერორის ფონზე ვითომ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება და ქვეყანას და საზოგადოებას სიმშვიდეს სწორედ იმ დღიდან არ აძლევს. ხელისუფლება კლავსო და ციხეში საშინელი წამებისა და სტრესის ქვეშ არისო. შვიდი თვის განმავლობაში 800 ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან, მაშინ ეს სხვანაირად იყო მანამდე, არაფერს ვამბობ სტრასბურგის პასუხზე ასეთ „წამებაზე“, რომელიც განხილვაშიც კი არ მიიღო.

..დღეს, ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ იქ მიდგომები რადიკალურად არის შეცვლილი. მაგალითად, ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი სტაბილურად არ გამოდის იქედან. პატიმრები ფეხზე დგომით, ხშირად ქამრებით საწოლზე ჩამოკიდებულები რიგრიგობით არ იძინებენ. მაგალითად ის, რომ შუა ოთახში  ყველას წინაშე შეურაცხმყოფლად მოსასაქმებლად არ უწევთ ამ საქმის კეთება. უფრო მეტიც, დღეს, მათ გარდა სხვა სერვისებისა „ც“ ჰეპატიტის მკურნალობასაც სთავაზობენ, რომელიც ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო და შემდეგ სამოქალაქო სექტორში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g