LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: „თვითონ გაზომეთ ტყუილი: – რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული? – არც ერთი“

129
BeFunky-collage (3)

„უმძიმესი ტყუილი, ბევრჯერ მოგისმენიათ ალბათ, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან. თვითონ გაზომეთ ტყუილი: – რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული? – არც ერთი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და ოპონენტების განცხადებებს სპეკულაცია უწოდა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, თუმცა ამ თემაზე ხელისუფლება მუშაობს და შედეგებიც ხელშესახებია.

„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, მაგრამ UNICEF-ის და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში 50%-ით არის შემცირებული.

ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქვეყანაში 77 000 ბავშვი არასრულფასოვნად იკვებებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი განახევრებულია, ანუ დინამიკა პოზიტიურია. მაგრამ ეს პრობლემა პრობლემად რჩება და ამას სჭირდება შრომა და არა სპეკულაცია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

⭕ LIVE

🟥 „რა იქნება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი რადიკალური ოპოზიციისგან, ალბათ, ნათელია. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელიც მათი მხრიდან უფრო ინტენსიური და ყოველდღიური გახდება. “ 🟥 „რადიკალურ ოპოზიციას ტყუილი და დეზინფორმაცია მტრობის სტიმულირებისთვის სჭირდება და არა – უკეთესის მიღწევისთვის.“ 🟥 „რუსეთს სანქციები გამოვუცხადოთ და პენსიები 1000 ლარამდე გავზარდოთო – ეს სახიფათო ტყუილია; ამით, უკეთეს ვარიანტში, ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება, უარესში – 1000-ლარიანი პენსიის ნაცვლად 1000-1000 მკვდარს მივიღებთ.“ 🟥 „ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვაშაძე ხან უცხოეთიდან კედელს მიჩერებული გვატყუებს, თითქოს იქ სადღაც გადაწყდა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ხან აქ იტყუება, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნიდან 800 000 მოქალაქე გავიდა და უკან არავინ დაბრუნებულა. არადა, სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა – ნაცების დროს, მაშინ, როცა ვაშაძეც ამ მმართველობაში იყო, ქვეყნიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა 247 000 მოქალაქე. „ქართული ოცნების“ დროს კი 2400 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე – გავიდა.“ 🟥 „ბევრჯერ მოგისმენიათ უმძიმესი ტყუილი, რომ თითქოს ბავშვები საქართველოში შიმშილით იღუპებიან. რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული? არც ერთი.“ 🟥 „ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, მაგრამ UNICEF-სა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში 50%-ით არის შემცირებული. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 77 000 ბავშვი არასრულფასოვანი კვებით იკვებებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი ნახევარია, ანუ, დინამიკა პოზიტიურია.“ 🟥 „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ყოველწლიურად, ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად (ჯანდაცვის ხარჯებს არ ვგულისხმობ მათზე), ნახევარ მილიარდზე მეტი იხარჯება. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეს ციფრი იყო – ნული.“ 🟥 „მორიგი ტყუილი – ევროკავშირში შესვლა არ სურს „ქართულ ოცნებასო“. შედეგი არის ის, რომ ქვეყანას უკვე კანდიდატის სტატუსი აქვს. ხოლო ჩვენი რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლები უცხოელ პარტნიორებთან დადიოდნენ და სთხოვდნენ, რომ საქართველოს ეს სტატუსი არ მიეღო.“ 🟥 „საუკუნის აფიორა იყო, როდესაც ამერიკული კანონი რუსულად მონათლეს, რომელსაც დღეს ევროკავშირი აინიცირებს. თან, იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდებისთვის მეტი ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინათ, დაუკვეთეს და უბრძანეს, რომ ეს ოთხგვერდიანი კანონპროექტი არ წაეკითხათ და ისე გაეპროტესტებინათ.“ 🟥 „რადიკალური ოპოზიციის მთავარი ტყუილია, ის, რომ თითქოს ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ არიან – არჩევნები დასრულდება მშვიდობის მოყვარული ხელისუფლების გამარჯვებით.“ 🟥 „როგორ შეიძლება – ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, სალომე სამადაშვილი, ნიკა მელია და ა.შ. საზოგადოებამ სხვა ძალად აღიქვას თუ არა კოლექტიური ნაცმოძრაობა. ესეც საარჩევნო სატყუარაა“. 🟥 „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა. ჩვენ კი არჩევნების შემდეგ აუცილებლად მოვითხოვთ არა მხოლოდ მათი, არამედ მათი დანაშაულების ხელშემწყობი ჯგუფების გასამართლებას.“ 🔶 დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე | 20 თებერვალი 2024 #ხალხისძალა

Posted by ხალხის ძალა / People’s Power on ორშაბათი, 19 თებერვალი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები