LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხურვალეთთან ოკუპანტთა ქმედებებს სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მორიგ პროვოკაციად აფასებს

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები რუსეთის მხრიდან განხორციელებული მორიგი პროვოკაციაა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა სხვა საკითხებთან ერთად, 10 თებერვალს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზეც განიხილეს.

„საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს გახლავთ რუსეთის მხრიდან განხორციელებული მორიგი პროვოკაცია, რასაც გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამას ადასტურებს ეუთოს თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკის  საქართველოში ვიზიტი. 10 თებერვალს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა,“ – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g