LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში

83
publika.ge-1-2

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მზად არის ჩაერთოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში.

ორგანიზაციები „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია„ და „მედიაომბუდსმენი“ პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო შეხვედრის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს.

„თუ ხელისუფლების მხრიდან მზაობა რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გადასადგმელი ნაბიჯები გადაიდგას და ფუნდამენტური რეფორმები გატარდეს, რა თქმა უნდა, ​ჩვენს ცოდნას, ექსპერტიზას, გამოცდილებას გავუზიარებთ პარლამენტს. ტექნიკური მთავრობა შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი გზა, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას მოემსახურებოდა, თუმცა არ გამოვრიცხავთ სხვა გზებსაც. მაღალი საზოგადოებრივი ნდობისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ რეკომენდაციებზე ემუშავა იმ შემადგენლობას, რომელსაც ენდობიან როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია“, – აცხადებს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g