LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი დრიფტ-ქარი ხუთ ლოკაციაზე გამოსცადეს

Ford-Escort-RS

ცნობილმა სპორტსმენმა კენ ბლოკმა ტესტ-დრაივების საიუბილეო, მეათე ეპიზოდი გამოაქვეყნა. ამჯერად სპორტული გუნდი მხოლოდ ერთი ავტომობილით არ დაკმაყოფილდა და ერთდროულად ხუთი დრიფტ-ქარი დატესტა.

19 წუთიან ვიდეო-რგოლში რამდენიმე მოდელის – კლასიკური Ford Mustang-ის მსგავსი Hoonicorn-ის, რალისთვის შექმნილი Focus RS RX-ის, Fiesta WRC-ის, სარბოლო Ford Escort RS-ის და ასევე ახალი ავტომობილის, 927 ძალის  Hoonitruck-ის ნახვაა შესაძლებელი. თავად ბლოკის გარდა, გადაღებებში არანაკლებ ცნობილი მოტოფრისტაილერი ტრევის პასტრანი, ახალგაზრდა მრბოლელი ოლივერ სოლბერგი და ასევე ყოფილი მექანიკი აარონ კაუფმანიც მონაწილეობდნენ.

საინტერესო ექსპერიმენტი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g