ფანტასტიკურად ლამაზი, კარგი დიასახლისი, პროფესიულად წარმატებული თუ უზომოდ ერუდირებული? – მოდით, გავარკვიოთ ქალის რა თვისებებია მამაკაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორ ქალს ისურვებენ გვერდით.
- ვინც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს
შესავალშივე ავღნიშნავთ, რომ საუბარი არაა სუპერმოდელის პარამეტრებზე, რადგან სიყვარულით ნებისმიერი ქალის – ყველაზე მინიატურულის და ფუშფუშა ფორმების პატრონის შეყვარებაც შეიძლება. მოდური ჟურნალების ცვალებადი ტრენდების ეტალონად ქცევაც არაფერ შუაშია, მითუმეტეს, რომ მამაკაცები მათ ძალიან იშვიათად ათვალიერებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მამაკაცები სულაც არ არიან ბრმები და ყოველთვის ამჩნევენ ჭუჭყიან თმას, ცუდად გაკეთებულ წარბებს და მოუვლელ ფრჩხილებს. ამგვარი კატასტროფული სურათის შემდეგ კი, სამწუხაროდ მათთვის ძალიან რთულია დაინახონ თქვენი, შესაძლოა, მართლაც მშვენიერი შინაგანი სამყარო. მამაკაცისთვის ნაკლებად საინტერესოა რომელი კოლექციიდანაა თქვენი პომადა და რამდენად ძვირი დაგიჯდათ ახალი ფეხსაცმელი, მთელი ეს beauty და fashion წვრილმანები შეგიძლიათ დაქალებისთვის შეინახოთ, მამაკაცს კი, მოვლილი ქალის ნახვა სურს, რომლისთვისაც სულერთი არაა, როგორ გამოიყურება ოფისში და სახლში, სუპერმარკეტში ან სეირნობისას, მოსწონს საკუთარი თავის სარკეში ცქერა და ყოველთვის სექსუალურობას და თავდაჯერებულობას ასხივებს. ვრცლად