საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლიანდაგები გაწმენდილია და სამგზავრო მიმოსვლა 8 თებერვლის დილიდან განახლდება.
„ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და „ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა”, – წერს რკინიგზა.
ცნობისთვის, მანამდე უამინდობის გამო რამდენიმე რეისი გაუქმდა.