LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ დილიდან, უნდა გავიდეთ და ქუჩაში დარჩენილი უკრაინელები დავაბინაოთ – მერიამ შეწყვიტა ომიდან ჩამოსული უკრაინელების განსახლების პროგრამა: ელენე ხოშტარია

3531
ელენე ხოშტარია

„ხვალ დილიდან დაახლოებით 40 ლოკაციაზე უნდა გავიდეთ და ქუჩაში დარჩენილი უკრაინელები დავაბინავოთ“, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი განმარტებით, „თბილისის მერიამ შეწყვიტა ომიდან ჩამოსული უკრაინელების განსახლების პროგრამა“.

„პარასკევს იქნება ერთი სასტუმრო. მანამდე კიდევ ველაპარაკებით ბიზნესს. პარასკევამდე ეს ხალხი უნდა გადავანაწილოთ პატარა სასტუმროებში.

თუ გექნებათ სურვილი მიიღოთ მონაწილეობა მათ დახმარებაში, შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფული

#GE12BG0000000533362563GEL

აიიპ დროა

#უკრაინელებისთვის

თუ გყავთ მანქანა და გცალიათ, ხვალ დილით 10-დან, შეგვეხმიანეთ

არ უნდა მივატოვოთ უკრაინელები!“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g