LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ ისნის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება ერთი დღით შეუწყდება

60

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, წყალსადენის მაგისტრალის ახალ მონაკვეთს, ხვალ დილიდან, ექსპლუატაციაში გაუშვებს

როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, უახლოეს მომავალში, ისნის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდფაუერმა“, კობარეთის ქუჩაზე წყალსადენის 600 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. მაგისტრალის 350-მეტრიანი ახალი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოებს კომპანია ხვალ დილიდან დაიწყებს.

სამუშაოების ჩაატარების მიზნით, ხვალ, 28 დეკემბერის 10:00 საათიდან 29 დეკემბერის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

  • ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების ნაწილს, მეველის, გუდარეხის, აბუსერისძე ტბელის, აწყურის, კობარეთის, ლეჰ კაჩინსკის, თელავის, და მათ მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g