LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ, მარნეულის ქუჩებში დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს: მოძრაობა საქართველოსთვის 

149
161670478-163731915582749-1248013038137004670-o

“ხვალ, 21 საათის შემდეგ, მარნეულის ქუჩებში, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ დღესასწაულის აღნიშვნაში!”, – აღნიშნული განცხადება მოძრაობა “საქართველოსთვის” Facebook-ზე ვრცელდება. სადაც წერია, რომ “ქვეყანაში პოლიტიკური კომენდანტის საათი უნდა დასრულდეს”.

ქვემო ქართლში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ხვალ მასშტაბური ღონისძიებებით არ აღინიშნება: შოთა რეხვიაშვილი

“საქართველოს ხელისუფლებამ, არ გაითვალისწინა ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების თხოვნა, ერთი დღით კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით, რათა მათ სრულფასოვნად აღენიშნათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული!

ამიტომ, ვუცხადებთ სოლიდარობას და ხვალ, 21 საათის შემდეგ, მარნეულის ქუჩებში, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ დღესასწაულის აღნიშვნაში!”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g