LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ ოპოზიციური პარტიები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას შეუერთდებიან

108
aqcia

პოლიტიკური პარტიები ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას უერთდებიან.

“ლელო საქართველოსთვის წევრები ამბობენ, რომ  ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა გაღრმავდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ გაახანგრძლივა მოქალაქეებსა და ბიზნესზე დაწესებული დრაკონული შეზღუდვები.

ოპოზიცია "ცხელ გაზაფხულს" აანონსებს - რას პასუხობს მას ხელისუფლება

არჩილ თალაკვაძემ მამუკა ხაზარაძეს ცივი გონებით მოქმედება ურჩია

“მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ საზოგადოებაზე გადაიტანა და ამ პირობებშიც ხელს უშლის მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლაში”, – აცხადებენ პარტიაში.

აქციას უერთდება “სტრატეგია აღმაშენებელიც”,  სადაც ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, აიძულონ ხელისუფლება, შეიცვალოს ის არაპროპორციული და არათანაზომადი შეზღუდვები, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მოტივით დააწესა. ეს კი, მათი თქმით, კიდევ უფრო ამძიმებს სოციალურ ფონს და მოქალაქეების მდგომარეობას. აქციაზე მივლენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

აქცია ხვალ 14:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g