ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, NDI-ს კვლევაში მონაწილეთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% – ალეკო ელისაშვილს, 18% – ზაალ უდუმაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას. გამოკითხულთა 12%-მა კითხვაზე პასუხიარ იცის, 4% კი ამბობს, რომ ხმას არცერთ კანდიდატს არ მისცემს.
კვლევა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,261 პირი გამოიკითხა.