LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ, საქართველოში საუკეთესო კომპანიები, ბიზნესმენები და ინვესტორი გამოვლინდებიან

166
ipiccy-image

29 ივნისს, 18:30 საათზე, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნეს – რეიტინგის XXI გრანდიუზულ, საზეიმო ცერემონიალს, „გარდენ ჰოლში“ (აღმაშენებლის 73) გამართავს. ტრადიციულად, გალა საღამოზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან. რჩეულთა შორის რჩეულს კი, თავად ბიზნესმენები აირჩევენ, ხოლო, წლის საუკეთესო ინვესტორს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • ფინანსთა სამინსიტრო
  • ქალაქ თბილისის მერია.
  • საპარტნიორო ფონდი

სპონსორები:

  1. გენერალური სპონსორია სოკარ ენერჯი ჯორჯია
  2. ალმასის სპოსნორია ზარაფხანა
  3. ოქროს სპონსორია არ ემ ჯი
  4. სპონსორი კავკასიის ავტოიმპორტი
  5. ჯეორჯიან პროდაქტს

2020 – 21 წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები არიან:

  1. ავერსი – პაატა კურტანიძე
  2. არემჯი – კობა მენაბდიშვილი
  3. ასკანელი ძმები – ირაკლი უგლავა
  4. აჭარაბეთი არჩილ კახიძე
  5. ბადაგონი – მარი გიორგაძე
  6. გიანთი ლოჯისტიკსი – დავით ტუღუში
  7. გურიელი – მიხეილ ჭკუასელი
  8. ენ სი სი – გეგი ქელბაქიანი
  9. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი – ბადრი წილოსანი
  10. ზარაფხანა – ნიკოლოზ ნაყოფია
  11. თამ მენეჯმენტი – პანტიკო თორდია
  12. კავკასიის ავტოიმპორტი – გიორგი სურგულაძე
  13. პე ეს პე ჯგუფი – ვაჟა ოქრიაშვილია
  14. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – დავით ბეჟუაშვილი
  15. სოკარ ენერჯი ჯორჯია მაირ მამედოვი
  16. ჯეორჯიან პროდაქტს დავით ბარდაველიძე

მედიამხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია ჯორჯიან თაიმსი, რუსთავი 2, ტვ პირველი, იმედი, პოსტვ, ფორმულა, რადიო ჯორჯიან თიმსი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, ჯითი მედია, ინგლისურენოვანი ჯორჯიან თიმსისი.

წლების მანძილზე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ: TBC ჯგუფი – მამუკა ხაზარაძე, კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია – თემურ ჭყონია, ყაზბეგი – გოგი თოფაძე, ყაზბეგი კასტელი – გოგი თოფაძე, GWS – ლევან გაჩეჩილაძე, შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი, თბილავიამშენი – პანტიკო თორდია, TBC ბანკი – ვახტანგ ბუცხრიკიძე, გაერთიანებული ქართული ბანკი – ვანო ჩხარტიშვილი, შპს სამგორი 94  – ავთო წერეთელი, ჯეოსელი –  ოსმან თურანი, ჯეოსელი – ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური, სოკარ ენერჯი ჯორჯია – მაჰირ მამმედოვი, საქართველოს ბანკი – ირაკლი გილაური, ვისოლ ჯგუფი – სოსო ფხაკაძე, სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია – დავით ზუბიტაშვილი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – ზურაბ გელენიძე, კომპანია ავერსი – პაატა კურტანიძე, ჯეორჯიან პროდაქტს – დავით ბარდაველიძე.

კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია: მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

გასული წლების Investment Award – ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

  • ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მერაბ ადეიშვილი
  • დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე
  • აი გრუპი და კახაბერ გულედანი

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოვების ღონისძიება მუდმივად ექცევა მედიის და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ წამყვან ბიზნესლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს. ასევე გამოვლინდება მედიის რჩეული ბიზნესმენი და ბიზნესმენების რჩეული მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g