LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

213
ქარიანი ამინდი

3 აპრილიდან საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 12-17 გრადუსი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თბილისში დღეს ნალექი წვიმის სახით შენარჩუნდება, ხვალ კი დედაქალაქში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

“თბილისში ამაღამ ნალექი წვიმის სახით შენარჩუნდება, ხვალ დილიდან კი ჩრდილო-დასავლეთის ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარეც ქალაქის გარეუბნებში შესაძლოა 20-25 მ/წმ-მდე გაიზარდოს. ხვალ თბილისში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება რეგიონებს, 2 აპრილს  დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა შენარჩუნდება. წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალმთიან რეგიონში კი თოვა. 3 აპრილიდან საქართველოს დასავლეთ რეგიონში ნალექი წვიმის სახით შენარჩუნდება, თუმცა  ჰაერის ტემპერატურა საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე  +12+17 გრადუსამდე გათბება”, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ რადიო “ფორტუნასთან”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები