“ხვალ 12:00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ” , – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ – “ფეისბუქში” წერს და სადეპუტატო უფლებამოსილების არ შეწყვეტის თაობაზე, მისი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვას ეხმაურება.
„პარლამენტის წარმომდგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არ შეწყვეტის თაობაზე, სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს.