გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით აეროპორტის გზატკეცილზე მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები განხორციელდება საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე — აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.