LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ბოლნისის რამდენიმე სოფელში კარანტინის რეჟიმი უქმდება

97
1589782790374523

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 19 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  გადაწყვეტილება “ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე” მიიღეს.

კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი.

“აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს”, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

რა გაიხსნა აქამდე

დღეის მდგომარეობით, შეზღუდვები შემდეგნაირად შემსუბუქდა:

  • 5 მაისიდან უკვე გახსნილია ბათუმსა და ქუთაისში მიმოსვლა;
  • 27 აპრილიდან დასაშვები გახდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება;
  • ამოქმედდა ონლაინ ვაჭრობა;
  • შესაძლებელი გახდა ნებისმიერ პროდუქტზე მიტანის სერვისით სარგებლობა;
  • გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრების ნაწილი.
  • გაიხსნა სილამაზის სალონები

რა შეზღუდვები რჩება ძალაში

ამოქმედებული შეზღუდვებიდან ისევ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. მოქალაქეს, ვინც გარეთ გავა 21 საათიდან დილის 6 საათამდე, 3-ათასლარიანი ჯარიმა ემუქრება. ისევ არ ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, დახურულია სავაჭრო მოლები და რესტორნები, მათ შორის, ღია ტიპის. 22 მაისამდე ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები