LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ე.წ. ბასლაინებზე გადაადგილება ნებადართულია

774
ბასლაინები-1

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით 25 დეკემბრიდან- 31 დეკემბრის ჩათვლით მძღოლებს უფლება ექნებათ, ე.წ. ბასლაინებზე გადაადგილდნენ. ამის შესახებ თბილისის ვიცე -მერმა ირაკლე ხმალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში დედაქალაქში მუნიციპალური ტრასპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერებულია, რის  გამოც მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ. თბილისის მერია ქალაქის მასშტაბით ტრასპორტის ნაკადებს ყოველდღიურად აკვირდება და გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრასპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა, კერძო სატრასპორტო საშუალებებით გადაადგილება 20%-ით გაიზარდა. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიერ შემუშავებული საზოგადოებრივ ტრასპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას. 

პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო ვერ მოხერხდა მუნიციპალური ტრასპორტისა მოქმედება. ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნებისთვის გადაადგილება ესაჭირობა. თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებითვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. ბასლაინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება გარკველწილად ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“,-  აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქში 600 ათასი ავტომობილია: პანდემია და საცობებში გაჭედილი თბილისი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g