საქართველოში ხვალიდან გამოდარებას ელოდებიან. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
დღეს ჰაერის ტემპერატურა იქნება +10, +15° გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოთოვს. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.
23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს.
უკვე მეორე დღეა, თბილისში ძლიერი ქარია, რამაც დედაქალაქში პრობლემები შექმნა, წაიქცა ხეები. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წუხელ 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა, ამასთან, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერებულ მანქანას წუხელ ხე დაეცა.
