LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ყოველი შაბათი ზუგდიდში ინტელექტის დღედ ცხადდება – ქალაქის მერის ინიციატივა

260
MERI

ამიერიდან ყველა ზუგდიდელისთვის შაბათი ინტელექტის დღე იქნება. ინიციატივა ზუგდიდის მერს ეკუთვნის და ამის შესახებ ოფიციალურად ქალაქის მერიის გვერდზე წერია.

სოციალურ ქსელში არსებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია პროექტზე, რომლის ფარგლებშიც პირველი თამაში რა? სად? როდის? ხვალ დადიანების სასახლის ეზოში 18:00 საათზე ჩატარდება. დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

სეზონის ბოლოს კი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება და მას საჩუქრად ფულადი პრემია გადაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები