LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვალინდელი სასამართლოსთვის ვემზადები, როგორც ივენთისთვის“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

164
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების დროს გზის გადაკეტვის გამო, სასამართლოში დაიბარეს.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, „სასამართლოსთვის, როგორც ივენთისთვის, ისე ემზადება“.

„ხვალინდელი სასამართლოსთვის ვემზადები, როგორც ივენთისთვის.
ჩემს ცხოვრებაში რაღაც პირველად ხდება“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „გზის გადაკეტვაზე სასამართლოში დამიბარეს“

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ანა ტყებუჩავას პროცესი მიმდინარეობს. მას 2025 წლის 9 იანვარს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან.

„არც მე და არც ბაჩო ქაჯაია გზის გადაკეტვის მომენტში იქ არ ვიყავით“ – რა თქვა ანა ტყებუჩავამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული კიდევ ერთი მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საქმეზე კი სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 23 იანვარს გამოაცხადებს.

ბაჩო ქაჯაია: „დაბარებამ კი არა, ადამიანები ნაცემი და ნაწამები არიან და ამან არ იმუშავა, დარწმუნებული ვარ, დაშინების არც ეს ფორმა არ იმუშავებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g