LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა ევროპის სიმბოლურშია: მთელი კონტინენტის მცველებს წარმოდგენა არ აქვთ როგორ შეაჩერონ…

160
Screenshot 2022-12-25 181159

გამოცემა Goal-მა ევროპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა სეზონის განვლილი ნაწილის შედეგების მიხედვით.

გუნდში მოხვდნენ პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ერლინგ ჰოლანდი, საუკეთესო ასისტენტი კევინ დე ბრუინი და ლიგა 1-ის საუკეთესი ასისტენტი ლეო მესი.

თუმცა ეს რა არის იმასთან შედარებით, რომ ამ დიდ ფეხბურთელებთან ერთად სეზონის პირველი ნაწილის საუკეთესო ფეხბურთელებში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც.

მეკარე: ბრის სამბა („ლანსი“);

მცველები: კირან ტრიპიერი („ნიუკასლი“), კიმი („ნაპოლი“), უილიამ სალიბა („არსენალი“), ჟოაო კანსელო („სიტი“);

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი („სიტი“), ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ნეიმარი (ორივე – პსჟ), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“).

საიტზე თითოეული კანდიდატის დახასიათებაცაა. აი რას წერენ კვარაზე:

“ახლა კი მივადექით კაცს, რომელმაც უკვე მოითხოვა “სეზონის ხელმოწერის” ჯილდო: “ნაპოლის” ქართველი ჯადოქარი კვარაცხელია.

21 წლის ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბათუმის “დინამოდან” სულ რაღაც 10 მილიონი ევრო დაჯდა, “ნაპოლის” შემადგენლობაში პირველ 17 თამაშში ფენომენალური იყო და კლუბის სიმბოლოს დიეგოს გამო მეტსახელად “კვარადონა” მოიპოვა.

კვარაცხელია არის არაორდინალური და არაპროგნოზირებადი, ახალი ტიპის გარემარბი, მთელი კონტინენტის მცველებს წარმოდგენა არ აქვთ როგორ შეაჩერონ, მათ შორისაა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, რომელიც მან დაუნდობლად გააბითურა, როდესაც “ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში “ლივერპული” 4:1 დაამარცხა.

“ნაპოლი” ათწლეულების განმავლობაში პირველად არის რეალური კონკურენტი მრავალ ფრონტზე და კვარაცხელიას ლიდერობით, არ არსებობს შეზღუდვა, თუ რამდენად შორს შეუძლია გუნდს წასვლა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g