LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელია: კოჭი გადამიბრუნდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი, მთავარია ნაკრებმა გაიმარჯვა, მე კი რაც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე

281
ხვიჩა კვარა

ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხების შემდეგ ქართულ მედიასთან ისაუბრა.

როგორც ირკვევა, ხვიჩა კვარაცხელიას ფეხი გადაუბრუნდა, კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, ტკივილგამაყუჩებლით თამაშობდა და სავარაუდოდ, ამიტომ შეცვალა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ის 75-ე წუთზე.

ნიკოლოზ ტაბატაძე: „ისე როგორც არასდროს, ახლა შეგვიძლია ვთქვათ – საქართველო ფეხბურთით სუნთქავს, თამაშიდან თამაშამდე, ბილეთების რიგის დრამებამდე, ახალბედა ქომაგების შეყვარებამდე და ეს ყველაფერი უმშვენიერესია“

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, კოჭი გადამიბრუნდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი. ამიტომ ბოლომდე ვერ შევძელი, რისი გაკეთებაც მინდოდა. ნეაპოლში რომ ჩავალ, სურათს გადავიღებ და ტრავმის სიმძიმე ამის შემდეგ მეცოდინება.

მთავარია, ნაკრებმა გაიმარჯვა, მე კი რაც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე. დანარჩენს დრო გვაჩვენებს და შევეცდებით, ასე გავაგრძელოთ. მთავარია, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და როგორც დავიწყეთ, ისე დავასრულოთ.

შეგვიძლია თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა? ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშისას და ახლაც დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ერთა ლიგაზე ორი ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. იმედია, დასახულ მიზანს მივაღწევთ.

გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ტალანტია და მასთან ერთად მოედანზე ყოფნა ჩემთვის კომფორტული და ძალიან სასიამოვნოა.

ალბანეთთან თბილისში როდესაც მოგვიწევს თამაში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამ გუნდს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია. ტირანაში სამი ქულა დავიმსახურეთ. თუმცა რთული ჯგუფია, რომელსაც ფავორიტი არ ჰყავს. ორიდან ორი მოგება გვაქვს და წარმატებისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“.

„ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს ანგარიშით 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 6 ქულა მოიპოვა.

მატჩი ტირანაში მიმდინარეობდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები