„მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ“ – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ, PSG-ის მაისურით, „მონაკოს“ წინააღმდეგ სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ.
„მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ. საუკეთესოა, ასეთ სტადიონზე და ასეთი გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა.
ძალიან მსურდა, რომ პირველი გოლი მალევე გამეტანა. აქ ყველა შესანიშნავად მექცევა და ბედნიერი ვარ, რომ პარი სენ-ჟერმენში ვთამაშობ.
მინდა წინსვლა გავაგრძელო და კიდევ უფრო მეტი მივცე ამ კლუბს,“- აცხადებს კვარაცხელია.
როგორ გულშემატკივრობენ ნიცა თავაძე და პატარა დამიანე კვარას