LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია

170
2025-02-08_01-39-55_836966

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ წლის პირველი ტიტულისთვის „მარსელს“ დაუპირისპირდა. ძირითადი დროი 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პსჟ-მა იმარჯვა და საფრანგეთის სუპერთასი აღმართა.

ლუის ენრიკეს გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და მე-10 წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა. ხვიჩა კვარაცხელია პარიზელებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, დაცვაშიც კარგად თამაშობდა და შეტევაშიც.

ქართველი 72-ე წუთზე შეცვალეს და ამის შემდეგ „მარსელმა“ თამაში შემოატრიალა. შეცვლაზე შესული პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადაცემით 76-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მეისონ გრინვუდმა პენალტი მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ვილიან პაჩომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. „მარსელი“ დაწინაურდა – 2:1.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პსჟ-მა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო. ბარკოლას პასით გოლი გაბრიელ რამოშმა გაიტანა – 2:2.

დებულების მიხედვით, საფრანგეთის სუპერთასის მატჩში დამატებითი დრო არ დანიშნულა – პენალტების სერიაში პსჟ-მა 4:1 მოიგო და საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეოთხედ გახდა. მატჩის გმირი პსჟ-ის მეკარე ლუკას შევალიე იყო, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია.

წყარო: 1tv.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g