LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელია: „შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია“

183
ხვიჩა კვარაცხელია

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული 4 შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები დღეს საქართველოში დაბრუნდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა – 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება

ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრებთან ერთად დახვდნენ ჟურნალისტებიც, მათთან საუბარში ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ „ტვ პირველთან“ აღნიშნა, „შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატია“.

„გაუმარჯოს საქართველოს. გულშემატკივრებისგან ასეთ დახვედრას ველოდებოდით. ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო საქართველოშიც და აქაც ველოდით, რომ დაგვხვდებოდნენ. ჯერ კიდევ წინ არის ის ზეიმი, რაც გველოდება.

რონალდუსთან შეხვედრა ოცნება იყო და ოცნება ამიხდა. მასთან თამაში ძალიან დიდი გამოცდილება იყო. შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია“, – უთხრა ხვიჩა კვარაცხელიამ „ტვ პირველს“.

🇬🇪⚽ "რონალდუსთან შეხვედრა ოცნება იყო და ოცნება ამიხდა. შემდეგი ოცნება არის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში" 👉 ხვიჩა კვარაცხელიას ექსკლუზიური ინტერვიუ პირველებთან ვრცლად 👉 https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sporti/74208-shemdegi-otsneba-msoplio-chempionatia-eqskluziuri-interviu-khvicha-kvaratsk

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 02 ივლისი, 2024

„ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ.. მადლობა!!“ – ხვიჩა კვარაცხელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები