კილიან მბაპე „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა.
23 წლის ფორვარდი ყველაზე პრესტიჟული პრიზის ასაღებად ფავორიტი Goal-ის ვერსიითაა.
კილიანმა პირველი ადგილიდან ლეო მესი ჩააჩოჩა.
ჩვენთვის კი განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ათეულში გამოიძებნა ადგილი ხვიჩა კვარაცხელიასთვის.
ათეული ასე გამოიყურება:
1. კილიან მბაპე (პსჟ)
2. ლეო მესი (პსჟ)
3. ნეიმარი (პსჟ)
4. ერლინგ ჰოლანდი („სიტი“)
5. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“)
6. ვინისიუსი („რეალი“)
7. კევინ დე ბრუინი („სიტი“)
8. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)
9. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)
10. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“)