football-observatory.com ანალიტიკური კომპანია inStat-ის მონაცემებზე დაყრდნობით ყოველ კვირა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოყოფს და მათ სხვადასხვა სათამაშო კომპონენტების მიხედვით გამოარჩევს..
საუბარია ევროპის 30 ლიგასა და 2000 წლის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებზე. აუცილებელი პირობაა, რომ ფეხბურთელს მინიმუმ 450 წუთი ჰქონდეს მოედანზე გატარებული.
ბოლო შეჯამება 7 დეკემბრის ჩათვლით გაკეთდა და ჩვენთვის სახიხარულოა, რომ დრიბლინგების მხრივ ლიდერია ყაზანის „რუბინის“ წამყვანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.
აღვნიშნოთ ისიც, რომ საყრდენ ნახევარმცველებს შორის ბურთის ართმევის კატეგორიაში მე-7 ადგილზე აღმოჩნდა მოსკოვის ცსკა-ს წევრი კონსტანტინ მარადიშვილი, რომელიც ქართული ფესვების მქონე რუსეთის მოქალაქეა.