LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა, ნერვებს უშლით, რომ კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით „ლელო“ არ აწერია ყვითლად ან გახარიები“

147
Untitled design

პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის გარკვეული ნაწილის შეფასებებს ეხმიანება.

„იმ შემთხვევაში თუ დიდი ამნისტია გამოცხადდება, სასჯელაღსრულებას 5 000 პატიმარი დატოვებს“ – იაგო ხვიჩია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

იაგო ხვიჩიას თქმით, „მათ პატიმრებისთვის საქმის გაფუჭება უნდათ“.

„ზოგადად ჩაკორექტირებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა და არ უნდა არაფრის ჩაკორექტირება, ნერვებს უშლით ის, რომ კანონპროექტი შეიტანა ოპოზიციამ, რაღაც კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით „ლელო” არ აწერია ყვითლად, ან გახარიები. ეს არის მთავარი პრობლემა, მათ ჩაკორექტირების მიზანი არ გააჩნიათ, უბრალოდ, საქმის გაფუჭება უნდათ პატიმრებისთვის. ჩემი აზრით, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, „ლელოს” ლიდერებმა ან უნდა გადაწყვიტონ, რომ მართლა თაღლითები არიან და მართალი იყო მურუსიძე მათთან, ან გადაწყვიტონ, რომ როგორც მათთან შეეშალა მურუსიძეს და მათ მეგობრებს, ზუსტად ისე ეშლებათ ქართველ ხალხთან და ისინიც იმსახურებენ თავისუფლებას ზუსტად ისე, როგორც „ლელოს” ლიდერები დადიან გარეთ.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში სამოხელეო დანაშაულის გამო ზის და 6 წელი აქვს მისჯილი, ეს ამნისტია ვრცელდება ადამიანებზე, ვისაც სამუდამო პატიმრობაც კი აქვთ მისჯილი და როგორ ავუხსნათ იმ ხალხს, ვინც იმავე მუხლებით ზის ციხეში, რომლითაც სააკაშვილი, რომ ამნისტია იმიტომ არ ეხებათ, რომ ვიღაც პატიმარი ზის ციხეში, რომელსაც იგივე მუხლები აქვს მისჯილი და ჩვენ არ გვინდა მას შევახოთ ამნისტია? თქვენ აუხსენით, მე ამის ახსნა გამიჭირდება“, – თქვა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები