LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: როცა გეუბნებიან, რომ რამეს დაგისუბსიდირებენ, ნიშნავს, რომ თქვენი ფულიდან, რომელიც უკვე წაგართვეს, რაღაც ნაწილს დაგიბრუნებენ, რასაც ელექტროენერგიისთვის მოიხმართ

91
იაგო ხვიჩია

მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი დაუსუბსიდიროს, “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ეხმიანება.

“როცა გეუბნებიან, რომ რამეს დაგისუბსიდირებენ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფულიდან, რომელიც უკვე წაგართვეს და მთავრობას ჯიბეში უდევს, რაღაც ნაწილს დაგიბრუნებენ, რასაც ელექტროენერგიისთვის მოიხმართ.

მას მოჰყვება ისეთი შედეგები, როგორიც გვაქვს სვანეთში, როცა მაინერია მიერთებული ელექტროენერგიაზე და ველოდებით, როდის ჩახსნის ეს ხალხი თვითონ ამას, ან მთავრობას ვთხოვთ დახმარებას, რომ ადამიანების გამოსწორებაზე იზრუნონ.

მსგავსი სუბსიდიები არასწორი სტიმულია ზოგადად. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ეკონომიკის, ქვეყნის განვითარებაზე და როცა ადამიანებს ფული ექნებათ, არ დასჭირდებათ სახელმწიფოსგან სუბსიდირება, მთავარია ხელი არ შევუშალოთ განვითარებაში, რასაც მთავრობა აკეთებს”, – თქვა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს მთავრობა ისევ დაუსუბსიდირებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დაუსუბსიდირებენ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს და ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს – 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g