LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: სააკაშვილს იმდენი ადამიანი იცავს და იმდენი იბრძვის მისი ციხიდან გათავისუფლებისთვის, რომ არ მგონია იქ ჩემთვის ვაკანტური ადგილი იყოს

134
Untitled design - 2022-01-30T223329.718

„ნაციონალურ მოძრაობას“ ფეხბურთის გუნდს შევადარებდი, რომელსაც მწვრთნელი არ ათამაშებს და სეზონს აგდებინებს რატომღაც ძალით. რატო უშვრება ამას არ ვიცი. – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „იმედის კვირას“ განუცხადა.

იაგო ხვიჩია კონკრეტულად რომან გოცირიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ფეხბურთელს შეადარა – ტრავმის გამო ბევრი გაცდენით და პერსპექტივით, თუ მოედანზე არ დაბრუნდება, თამაში აღარ გამოუვა.

„ფეხბურთელებიც გაბრაზებულები არიან და გულშემატკივრებიც. მწვრთნელი ფეხბურთელებზე გაბრაზებულია, ამიტომ არა ათამაშებს. ასეც ხდება, მაგრამ ეს რაღაც დიდი დასვენება გამოუვიდათ,

მიხეილ სააკაშვილს იმდენი ადამიანი იცავს და იმდენი იბრძვის მისი ციხიდან გათავისუფლებისთვის, რომ არ მგონია იქ ჩემთვის ვაკანტური ადგილი იყოს. ის სპორტი, რასაც ქართულ პოლიტიკურ სპორტს ეძახიან, როგორი დაპირისპირებაც არსებობს ერთმანეთთან. ჩვენ გვინდა, რომ სხვა თამაში წამოვიწყოთ.

ამ დაუსრულებელ თამაშში, რომელსაც „სანტა ბარბარა“ ჰქვია ჩვენ ჩვენ თავს მაინცდამაინც ვერ ვპოულობთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g