LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „სამი წელია, პარლამენტის შენობაში ვარ და არ მახსოვს, 09:00 საათზე შეხვედრა ყოფილიყო.. იმედია, საინტერესოს მაინც გვეტყვიან და 07:00 საათზე ტყუილად არ გამოგვაქციეს“

189
იაგო ხვიჩია

„სამი წელია, პარლამენტის შენობაში ვარ და ჯერ არ მახსოვს, 09:00 საათზე რამე შეხვედრა ყოფილიყო. იმედია, რამე საინტერესოს მაინც გვეტყვიან, არ გამოვა ისე, რომ 07:00 საათზე პარლამენტში ტყუილად გამოგვაქციეს და არაფერი გვითხრეს“, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრას.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „მათი გუნდი ახლაც იმავეს სთავაზობენ პოლიტიკურ სპექტრს, რასაც 12 პუნქტის შესრულების დროს სთავაზობდნენ“.

„სინამდვილეში, ჩვენ ახლაც იმავეს ვთავაზობთ პოლიტიკურ სპექტრს, რასაც 12 პუნქტის შესრულების დროს ვთავაზობდით. უბრალოდ, ახლა საინტერესოა, რაზე აკეთებენ აქცენტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რამე შეცვალა თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ, თუ ზუსტად ისევე გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც წინა შემთხვევის დროს იყო, მაინც და მაინც წარმატებულად არ ჩაგვითვალეს 12 პუნქტი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება.

შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაში არ მონაწილეობს პარტია „ლელო“.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორიდან „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ცნობისათვის, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველოს ასევე მისცა 9 რეკომენდაცია იმისათვის, რომ გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯზე – მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.

ბექა ოდიშარია: თუ სამუშაო პროცესში ოპოზიციის შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ, რომ ქვეყანაზე სასწაულები ხდება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g