LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: სანდრო რაქვიაშვილს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარისგან ხელი მოხვდა, შემოიხია „საროჩკა“, თუ გასალახები ვართ, გავილახოთ, მაგრამ ამ დარბაზში უნდა შეგვეძლოს, რომ ჩათლახობას ჩათლახობა დავარქვათ!

154
ფორტუნა (69)

„სანდრო რაქვიაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან ხელი მოხვდა – ეს არის თქვენი იარაღი, აგერ ვართ ყველანი და მზად ვართ თუ გასალახები ვართ, გავილახოთ, მაგრამ ამ დარბაზში უნდა შეგვეძლოს, რომ ჩათლახობას ჩათლახობა დავარქვათ!“, – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ ხელმძღვანელმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩია ამ კონტექსტში რიგგარეშე სესიის დაწყების წინ, პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვას გამოეხმაურა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევასთან, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხება.

როგორც ხვიჩიამ განმარტა, კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს კითხვების დაზუსტების საშუალება არ მიეცათ, კომიტეტს კენჭისყრა არ ჩაუტარებია და პროცესი არალეგიტიმურად წარიმართა.

„უპრეცედენტოდ, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა, ერთი კანონი საერთოდ არ იხილება და მისი მიღება ისე ხდება. უპრეცედენტოდ, რაც აქამდე არ ყოფილა, პარლამენტის სხდომა კომიტეტის სხდომის პარალელურად ინიშნება. ჩვენს მიერ ეს პროცესი შეფასდა და ამ შეფასების გამო სანდრო რაქვიაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან ხელი მოხვდა, შემოიხია „საროჩკა“. ჩვენ ამაზე არ ვტირით, არ ვწუწუნებთ და სასამართლოში ჩივილს არ ვაპირებთ. ჩვენ შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია და არავის ვაყენებთ შეურაცხყოფას, მაგრამ თქვენ ჩხუბი და გალახვა გინდათ.

კანონის ასე მიღება არის ჩათლახობა – მოდით აგერ და გაგვლახეთ ახლა!“, – მიმართა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g