LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: სხდომების მეტი რა ტარდება, მაგრამ იქ არ დადის არც ოპოზიცია, არც ხელისუფლება და ვინც დადის, იმათაც ეზარებათ იქ ჯდომა, ისეთი სახით სხედან

81
BeFunky-collage (1)

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია თავიანთი გეგმის შესახებ ტრიბუნიდან ილაპარაკებს.

ხვიჩიას აზრით, ცალკე გასვლას, ოთახში ჩაკეტვას, კოლეგების ლანძღვას და იმ გეგმებზე საუბარს, რაც არავის აინტერესებს, ტრიბუნიდან საუბარი სჯობს.

„სხდომების მეტი რა ტარდება, მაგრამ იქ არ დადის არც ოპოზიცია არც ხელისუფლება და ვინც დადის, იმათაც ეზარებათ იქ ჯდომა, ისეთი სახით სხედან. ასეთ რეალობაში ახალი სესიის მოთხოვნა არასერიოზულია.

მგონია, რომ ჯერ ოპოზიცია მზად არ არის რიგგარეშე სხდომაზე ის საკითხები წარმოადგინოს, რაც უნდა. არც ეს საკითხებია მომზადებული სათანადოდ და ვფიქრობ, რომ ოპოზიციას სალაპარაკო ჯერ ბევრი აქვს, იმიტომ, რომ სხდომების მეტი რა ტარდება, მაგრამ იქ არ დადის არც ოპოზიცია, არც ხელისუფლება და ვინც დადის, იმათაც ეზარებათ იქ ჯდომა, ისეთი სახით სხედან. ასეთ რეალობაში ახალი სესიის მოთხოვნა არასერიოზულია“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. დღეს გახდა ცნობილი, რომ  ოპოზიციის საერთო დოკუმენტი გამოქვეყნდება, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ მოუწოდებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g