LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia-მ Hyundai Creta-ს კონკურენტი გამოაჩინა

128
kianews

კომპანია Kia-მ ახალი სუბკომპაქტური კროსოვერის პირველი ესკიზები გაავრცელა. სიახლის საჯარო პრემიერა ზაფხულისთვის იგეგმება. მოდელი Hyundai Creta-ს მთავარი კონკურენტი გახდება.

ავტომობილის დიზაინი Kia SP Signature-ს კონცეპტზეა დამყარებული და კომპანია ფიქრობს, რომ მსოფლიო ავტოინდუსტრიის მომავალი სწორედ ასეთი უნდა იყოს.

კროსოვერი თანამედროვე დიზაინს, კომპაქტურ ზომებს და საკმაოდ მოცულობით სალონს მიიღებს.

Hyundai Creta-ს კონკურენტი ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება და დასაწყისისთვის მხოლოდ სამხრეთ კორეაში გაიყიდება. მოგვიანებით კროსოვერი სხვა ბაზრებზეც გამოიფინება, თუმცა ეს არ ეხება ევროპულ ბაზარს, Kia-ს გეგმებში ევროპული ბაზარი ჯერ-ჯერობით არ შედის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g