LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia-მ მოიფიქრა, თუ როგორ გახადოს უსინათლო მგზავრებისთვის გზა უფრო კომფორტული

105
Kia-მ მოიფიქრა, თუ როგორ გახადოს უსინათლო მგზავრებისთვის გზა უფრო კომფორტული

Kia-ს ახალი ტექნოლოგია უსინათლო მგზავრებს სიჩქარის „გაგონების“ საშუალებას მისცემს. სამხრეთ კორეულმა ავტომწარმოებელმა წარადგინა სისტემა Kia Soundscapes – რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა და იმაზეა ორიენტირებული რომ მხედველობის პრობლემების მქონე მგზავრებს იმის მოსმენის საშუალება მისცეს, რასაც სხვები ხედავენ. ეს იქნება ხმების ნაკრები, რომელიც ქმნის საუნდტრეკს, რომლის თითოეული ელემენტი ფანჯრის მიღმა ობიექტს აღწერს – იქნება ეს ხე, მინდორი თუ მთები. მუსიკალური კომპოზიციის ტემპი და ტონი კი ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის მიხედვით შეიცვლება.

ბორტს მიღმა ლანდშაფტს ავტომობილის მრავალრიცხოვანი გადამცემები წაიკითხავენ, შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტი მას მუსიკად გარდაქმნის.

სისტემა Kia Soundscapes უკვე დატესტეს. ექსპერიმენტში ჩართული იყო უსინათლო წყვილი, რომელმაც კროსოვერი EV9-ით გაისეირნა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საუნდტრეკი რეალურ დროში მოისმინა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოცდილება წარმატებულად შეფასდა, Kia ინოვაციური ტექნოლოგიის მასობრივად დანერგვას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები