კომპანია Kia იძულებული გახდა რომ სამხრეთ კორეაში მდებარე ორი ქარხანა გაეჩერებინა. მიზეზი კორონავირუსის აფეთქება გახდა.
ორივე საწარმო სეულის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქშია განთავსებული. დაავადდა 8 თანამშრომელი, რომლებიც კონვეიერზე მუშობდნენ. მათ გამო 6 ათასზე მეტი ადამიანი სასწრაფოდ იზოლაციაში გადავიდა.
მუშაობის აღდგენას მწარმოებელი მხოლოდ შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ შეძლებს. დახურულ ქარხნებში სედან K9–ს, Stinger–ს, მინივენ Carnival–ს, კომპაქტურ Pride–სა და კროსოვერ Stonic–ს აწყობდნენ. მთლიანი წარმოება წელიწადში 320 ათას ავტომობილს აღწევდა.
საინტერესოა, რომ Kia Motors სამხრეთ კორეაში სულ 8 ქარხანა აქვს, კიდევ 7 კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია განთავსებული – სამი ჩინეთში, ერთი აშშ–ში, სლოვაკეთში, მექსიკასა და ინდოეთში. ყველა ეს ქარხანა ერთად 3,84 მილიონ ავტომობილს უშვებს.