კომპანია Kia სამხრეთკორეული საწარმოების გაჩერებას გაგემავს. მიზეზი კი საერთაშორისო საავტომობილო ბაზრის კრიზისი და გაყიდვების მკვეთრი შემცირებაა.
Kia-ს, ისევე როგორც სხვა მწარმოებლებს, კორონავირუსმა ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა. თავიდან ნაწილების ტრანსპორტირება გახდა შეუძლებელი, შემდეგ კი გლობალურ ბაზარზე მოთხოვნა ლამის მინიმუმამდე დაეცა.
COVID–19–მა ბრენდი აიძულა, რომ ევროპაში მდებარე ქარხნები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაეჩერებინა, ამჟამად კი საფრთხე სამხრეთკორეულ დანაყოფს შეექმნა. ბევრმა სახელმწიფომ გადაადგილება შეზღუდა, ავტომობილების ტრანსპორტირებაც პრობლემატური გახდა, შედეგად გაყიდვების მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა.
ევროპელ მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ქარხნების დახურვის გამო საავტომობილო ბაზარს მილიონობით მოდელი დააკლდება. თუმცა, ავტომობილს ვინ ჩივის, მილიონზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩება.
ევროპის საშუალო მაჩვენებლით გაყიდვები 53%–ითაა შემცირებული. ყველაზე ცუდი სიტუაცია ამ მხრივ იტალიაშია, სადაც მოთხოვნა ლამის 90%–ით შემცირდა.
