LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიამ კროსოვერი Sorento განაახლა

kia

კომპანია Kia-მ სამხრეთ კორეაში განახლებული Sorento Prime წარადგინა. ცვლილებები ძირითადად ელექტრონულ ასისტენტს შეეხო.

2004 წლის მოდელმა საკმაოდ სერიოზული ცვლილებები ნახევარი წლის წინაც განიცადა. მაშინ ავტომობილს ვიზუალთან ერთად ინტერიერიც შეეცვალა. თუმცა, ამჯერად განახლებები არც თუ ისე დიდია.

რაც შეეხება ვიზუალს, ამ შემთხვევაში მხოლოდ რადიატორის ბადე და საბურავების ზომა გაიზარდა. რაცტექნიკური მახასიათებლები კი თითქმის უცვლელი დარჩა, ყველგანმავალს 2,0 და 2,2 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავი აქვს და მთლიანობაში 240 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

კროსოვერს ამიერიდან დამხმარე ელექტრონული სისტემები ექნება, მაგალითად, ისეთი როგორიცაა – მძღოლის დაღლილობის კონტროლი, ასევე უკან სვლის კონტროლი, რომელიც მძღოლს სწორად პარკინგში უნდა დაეხმაროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g