Saint Laurent-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორის ენტონი ვაკარელოს განცხადებით, ბრენდის 2019-2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სახე სწორედ კიანუ რივზი გახდა, სარეკლამო კამპანიას კი, საკულტო ბრიტანელმა ფეშენ-ფოტოგრაფმა დევიდ სმისმა უხელმძღვანელა, რომელმაც იდეალურად მოარგო მსახიობს ფრანგული მოდის სახლის ახალი კოლექციის ბრიტანური სტილი.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 54 წლის რივზი პირველად დათანხმდა დენიელ ჯექსონის ფოტოსესიას ამერიკული ჟურნალისთვის GQ და სიამოვნებით მოირგო Louis Vuitton-ის, Tom Ford-ის, Brioni-ისა და Saint Laurent-ის მოდელები.

