LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიანუ რივზი უცნობ ქალთან ერთად გადაიღეს (ფოტო)

Actor Keanu Reeves attends the "Siberia" New York premiere at the Metrograph in New York, NY, on July 11, 2018. (Photo by Anthony Behar/Sipa USA)

კიანუ რივზი ,,ჯონ იუკის” ფრენჩაიზის გადაღებებითაა დაკავებული, თუმცა როგორც ჩანს, მას დრო პირადი ცხოვრებისთვისაც რჩება. ამას ახალი ფოტოებიც ადასტურებს, რომლებიც ქსელში გავრცელდა.

54 წლის მსახიობი უცნობ ქალთან ერთად, ბევერლი-ჰილზში დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ კანადელი ვარსკვლავი ნაკლებად გამოირჩევა საკუთარ თავზე საუბრით, შესაბამისად მისგან მედია განმარტებას არ ელის და მის თაყვანისმცემლებზე დაყრდნობით, წერს, რომ უცნობი ქალი რივზის გერლფრენდია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კიანუ მანქანაში ასევე უცნობ ქალთან ერთად გადაიღეს, რომელიც ალექსანდა გრანტი აღმოჩნდა. ფოტოგრაფი, რომელმაც მსახიობის წიგნზე ,,ჩრდილები” იმუშავა, მსახიობს სამსახურებრივ საკითზე სასაუბროდ შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები