მართალია, 46 წლის ვაინონა რაიდერი და 53 წლის კიანუ რივზი ბოლოს 1992 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ბრამ სტიკერის რომანის „დრაკულას“ გადაღებებზე შეყვარებული წყვილი განასახიერეს, რომელთა დაშორებას უძველესი ვამპირი ცდილობს, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე რაიდერისა და რივზის კიდევ ერთი ნამუშევარის – რომანტიკული კომედიის „დანიშნულების ადგილი: ქორწინება“ (Destination Wedding) პრემიერა შედგება, რომელშიც მსახიობები ისევ შეყვარებულების როლებს შეასრულებენ.
„ისეთი ქორწილი მოვაწყვეთ “დრაკულას“ გადაღებებზე, მეგონა რეალურ ცხოვრებაში გავთხოვდი, რადგან ფრენსის ფორდ კოპოლამ ნამდვილი რუმინელი მღვდელი მოიწვია და ჩვენც ყველა რიტუალი ისე შეასრულეთ, როგორც ნამდვილ ჯვრისწერას შეეფერება. ასე რომ, მე და კიანუ დიდი ხანია დაქორწინებული ვართ“, – ღიმილით აღნიშნა რაიდერმა ნაEntertainment Weekly-ისთან ინტერვიუში.